• პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გამოიკვლევენ იმ ძირითად მიზეზებს, რამაც ისტორიული დროის განმავლობაში გამოიწვია ამ მაღალმთიანი რეგიონის დაცლა-გაუდაბუროება.
• პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან საქართველოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორიები დღეს ფაქტიურად დაცარიელებულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება
• პროექტის მიზნები: გამოვიკვლიოთ რა ფაქტორები (ბუნებრივი ,ყოფითი,ინფრასტრუქტურა, ისტორიული) განაპირობებს ამ პროცესს.
• მონაწილეთა ასაკი:12 წელი• ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე
• მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ფშავის რუკას ფორმატის ქაღალდზე რაზეც დაიტანენ იმ მარშრუტს, რაც გაიარეს პროექტის მომზადებისთვის,ამზადებენ ფშავის შესახებ ბუკლეტებს,აიღებენ ინტერვიუებს ადგილობრივი მოსახლეობიდან და დაწერენ ესეს კვლევის შედეგებზე.
• პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,ფოტო და ვიდეო კამერები,ინტერვიუები ინფრასტრუქტურის და გარემოსდაცვით სამინისტროდან,
• პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლსს დავყოფთ 4 ჯგუფად.პირველი ჯგუფი გამოიკვლევს ფშავის ბუნებრივ პირობებს (როგორი რელიეფია, ჰავაა, შიდა წყლები) და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტორი მოსახლეობის კლებაზე , მეორე ჯგუფი იმუშავებს მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებზე ფშავში- წავალთ ექსკურსიაზე და ადგილობრივ ჩავატარებთ გამოკითხვას.მესამე ჯგუფი გამოიკვლევს რა გავლენა მოახდინა ისტორიულმა ფაქტორმა მთაზე (ომიანობამ) დავამზადებთ სლაიდშოუს, მეოთხე ჯგუფი გამოიკვლევს ფშავის ინფრასტრუქტურას-წავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და აიღებს ინტერვიუებს. მოპოვებულ მასალებს დავახარისხებთ, დავწერთ ესეს- რაში ხედავენ გამოსავალს ,რომ ეს პროცესი შეჩერდეს.მასალებს განვათავსებთ ბლოგზე. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით.
• საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საზ.მეც.V-VI.1მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება. საზ.მეც.V-VI.I2 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ შესახებ.საზ.მეც.V-VI.19 მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისათვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.
• პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ნ.დოლიძე
• ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanadolidze51gmail.com
• პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://nanadolidze51.blogspot.com/



No comments:
Post a Comment