Sunday, June 29, 2014

• პროექტის სახელწოდება;საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების დეპოპულაცია მთიანეთში-ფშავი

• პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები გამოიკვლევენ იმ ძირითად მიზეზებს, რამაც ისტორიული დროის განმავლობაში გამოიწვია ამ მაღალმთიანი რეგიონის დაცლა-გაუდაბუროება.

• პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან საქართველოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორიები დღეს ფაქტიურად დაცარიელებულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება

• პროექტის მიზნები: გამოვიკვლიოთ რა ფაქტორები (ბუნებრივი ,ყოფითი,ინფრასტრუქტურა, ისტორიული) განაპირობებს ამ პროცესს.

• მონაწილეთა ასაკი:12 წელი

• ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე

• მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ფშავის რუკას ფორმატის ქაღალდზე  რაზეც  დაიტანენ იმ მარშრუტს, რაც გაიარეს პროექტის მომზადებისთვის,ამზადებენ ფშავის შესახებ ბუკლეტებს,აიღებენ ინტერვიუებს ადგილობრივი მოსახლეობიდან და დაწერენ ესეს კვლევის შედეგებზე.





• პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინტერნეტი,ფოტო და ვიდეო კამერები,ინტერვიუები ინფრასტრუქტურის და გარემოსდაცვით სამინისტროდან,

• პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლსს დავყოფთ 4 ჯგუფად.პირველი ჯგუფი გამოიკვლევს ფშავის ბუნებრივ პირობებს (როგორი რელიეფია, ჰავაა, შიდა წყლები) და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტორი მოსახლეობის კლებაზე , მეორე ჯგუფი იმუშავებს მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებზე ფშავში- წავალთ ექსკურსიაზე და ადგილობრივ  ჩავატარებთ გამოკითხვას.მესამე ჯგუფი გამოიკვლევს რა გავლენა მოახდინა ისტორიულმა ფაქტორმა მთაზე (ომიანობამ) დავამზადებთ სლაიდშოუს, მეოთხე ჯგუფი გამოიკვლევს ფშავის ინფრასტრუქტურას-წავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და აიღებს ინტერვიუებს. მოპოვებულ მასალებს დავახარისხებთ, დავწერთ ესეს- რაში ხედავენ გამოსავალს ,რომ ეს პროცესი შეჩერდეს.მასალებს განვათავსებთ ბლოგზე. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით.

• საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საზ.მეც.V-VI.1მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება. საზ.მეც.V-VI.I2 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ შესახებ.საზ.მეც.V-VI.19 მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისათვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.
• პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ნ.დოლიძე

• ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanadolidze51gmail.com

• პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://nanadolidze51.blogspot.com/